saqarTvelos uReltexilebi - mamisonis uReltexili
კოორდინატები | 42°42`22` ჩ. გ. 43°47`35` ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 28196 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდები |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური |
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების არდონისა (თერგის მარცხენა შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2819 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია. მამისონის უღელტეხილზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.